Why AUBG? GE

ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში : უბრალოდ წარმოიდგინე

წარმოიდგინე : [შენი თავი ამ ყველაფრის ცენტრში]

AUBG– ს უნიკალური ლიბერალური ხელოვნების საგანმანათლებლო სისტემა გაძლევთ ამ სისტემის ცენტრში ყოფნის,  ზრდის და წარმატების მიღწევის უამრავ შესაძლებლობას. ხუთი კონტინენტიდან ჩამოსული წამყვანი პროფესორებით, მცირე კლასის ზომებით, პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამითა და წამყვანი თუ დამატებითი სპეციალობებით, თქვენ გეძლევათ შანსი  თვითონვე შეიმუშავოთ სასწავლო გეგმა და ფოკუსირდეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულებებზე. სწავლის დასრულების შემდეგ თქვენ გადმოგეცემათ საერთაშორისო დიპლომი, რომელიც აკრედიტირებული იქნება  როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში.

წარმოიდგინე : [ აქტიური საზოგადოება]

ცხოვრება არასოდეს არის მოსაწყენი AUBG– ში. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 30 – ზე მეტი სტუდენტური კლუბიდან რომელიმე და
დაესწროთ კამპუსზე დაგეგმილ მრავალფეროვან ღონისძიებებს თუ კონფერენციებს საერთაშორისო სპიკერების მონაწილეობით. AUBG– ში თქვენ იცხოვრებთ და ისწავლით თანამედროვე შენობა-ნაგებობებში, რომელთა შორის არის ერთ – ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა სამხრეთ – აღმოსავლეთ ევროპაში, სავარჯიშო დარბაზი, სარბენი ბილიკი, მაკ-ლაბორატორია და ჟურნალისტიკისა და მასობრივი მედიის სტუდია. თქვენ   გექნებათ შანსი რომ დაუმეგობრდეთ და გამოცდილება გაუზიაროთ ყველაზე გამორჩეულ სტუდენტებს 40-ზე მეტი ახლო თუ შორეული ქვეყნიდან.

თუ  შემოგარენის შესწავლას გადაწყვეტთ, ბლაგოევგრადი გთავაზობთ უამრავ კაფესა და რესტორანს, საფეხმავლო ბილიკსა და ისტორიულ უბანს. სოფია სულ რაღაც ერთი  საათის სავალზეა, საბერძნეთი, მაკედონია და სერბეთი კი ბლაგოევგრადის სიხალოვეს მდებარეობენ, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქები, რომლებსაც ხანმოკლე ფრენების მეშვეობით შეგიძლიათ ეწევიოთ..

წარმოიდგინე : [ხვალინდელი დღე]

სწავლის დასრულების შემდეგ თქვენ უერ შეუერთდებით
გაერთიანებულ საერთაშორისო კურსდამთავრებულთა ქსელს, რომლის მიზანიცაა ცვლილებების შეტანა რეგიონში და მსოფლიოში. ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, როგორიცაა ჰარვარდი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ლონდონის ეკონომიკის სკოლა, მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Google, BBC და Unicef, ან ქმნიან საკუთარ წარმატებულ ბიზნესს.

We are Social