Costs and Aid

AUBG არის უნიკალური უნივერსიტეტი, სადაც ნიჭიერი სტუდენტები მთელი მსოფლიოდან ერთიანდებიან მსოფლიო კლასის ამერიკული განათლების მისაღებად. იმ სტუდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც მსგავს 4 წლიან უნივერსიტეტში სწავლობენ აშშ-ში, თქვენ იხდით მხოლოდ ამერიკაში სწავლის  ღირებულების მცირე ნაწილს.

სწავლის გადასახადი და მოსაკრებელი

2021-22 სასწავლო წლისათვის AUBG-ში სრულ განაკვეთზე სწავლის გადასახადი შემდეგია (ყოველგვარი სტიპენდიებისა და ფინანსური დახმარების გარეშე):


სწავლის გადასახადი წელიწადში* $ 12,600

საცხოვრებელი წელიწადში

   სკაპტოპარა I და II $ 1,460
  სკაპტოპარა II (ორადგილიანი ოთახი) $ 1,600
   საერთო საცხოვრებელი - სკაპტოპარა III

$ 1,800

სტუდენტური აქტოვობების მოსაკრებელი

$ 630

* სწავლის საფასური ყოველწლიურად დგინდება და  სწავლის 4 წლის განმავლობაში  სტუდენტებმა გარკვეული ზრდა უნდა გაითვალისწინონ.

სტიპენდიები და დახმარება

საუკეთესო სტუდენტებს AUBG სთავაზობს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას. უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან შეუძლიათ მიიღონ ერთი სახის ან უფრო მეტი დახმარება:

AUBG-ის გარანტირებული დახმარება

10%-ი ფასდაკლება  სწავლაზე

ხელმისაწვდომია ალბანელი, ბულგარელი, თურქი, მაროკოელი, მონღოლი, ინდოელი, ეგვიპტელი, პალესტინელი,  ვიეტნამელი, ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ყაზახი, ყირგიზი, უზბეკი, ტაჯიკი, თურქმენი, რუსი, ბელორუსი, მოლდოველი,  უკრაინელი,  ბოსნია და ჰერცოგოვინელი, ხორვატი, მაკედონიელი, მონტენეგროელი, სერბი და კოსოვოელი სტუდენტებისათვის.

ძალაშია სწავლის 4 წლის განმავლობაში.

AUBG-ის აკადემიური სტიპენდია

30% -მდე ფასდაკლება სწავლაზე

დამოკიდებულია განმცხადებლის იგივე აპლიკანტის აკადემიურ მოსწრებაზე. დამატებითი საბუთების წარმოდგენა არ არის საჭირო.

სრული სტიპენდიები შეზღუდული რაოდენობით არის ხელმისაწვდომი!

ძალაშია სწავლის 4 წლის განმავლობაში.

AUBG-ის ფინანსური დახმარება

 20% -მდე ფასდაკლება სწავლაზე

დამოკიდებულია განმცხადებლის იგივე აპლიკანტის ფინანსურ საჭიროებაზე. სავალდებულოა განცხადება ფინანსური დახმარების მისაღებად და დამხმარე დოკუმენტაცია. განაცხადის წარდგენა არ იძლევა გარანტიას, რომ განმცხადებელი  დახმარებას აუცილებლად მიიღებს.

ძალაშია სწავლის 4 წლის განმავლობაში.

AUBG-ის პირველი წლის მხარდაჭერა 

10% -ი ფასდაკლება  სწავლაზე

ხელმისაწვდომია

იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც განაცხადს წარადგენენ 1 მარტისთვის.

ძალაშია სწავლის მხოლოდ პირველ წელს.

დონორების სტიპენდიები

დასახელებული სტიპენდიები ენიჭებათ სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკრეტული დონორის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. ისინი განსხვავდება ოდენობით და ხანგრძლივობით, და ზოგიერთ მათგანი შეიძლება მოითხოვდეს განცხადებას ფინანსური დახმარების მისაღებად.

იხილეთ სტიპენდიების სრული სია.

დონორების სტიპენდიანტებს არა აქვთ  AUBG-ის პირველი წლის მხარდაჭერის დამატებით მიღების უფლება.


AUBG-ში გადასახადები ყველა სტუდენტისთვის ერთი და
იგივეა იმისდა მიუხედავად, თუ  რომელი ქვეყნებიდან არიან ისინი. ასევე სტიპენდიების მრავალფეროვნება AUBG-ში სწავლას ნებისმიერი სტუდენტისთვის შესაძლებელს ხდის. AUBG-ი კვალიფიცირებულ სტუდენტებს სთავაზობს მთელ რიგ დამატებით სტიპენდიებს. ყველა განმცხადებელი (აპლიკანტი) ავტომატურად განიხილება აკადემიურ მოსწრებაზე დაფუძნებულ სტიპენდიაზე. ის აპლიკანტები, რომლებმაც

ფინანსური დახმარების მისაღებად შეიტანეს განცხადება, განიხილებიან საჭიროებაზ დაფუძნებულ სტიპენდიებზე.


მოსაკრებლების ახსნა-განმარტება

ყველა სრულ განაკვეთზე მყოფი სტუდენტი ვალდებულია იცხოვროს კამპუსში, გარდა იმ შემთხვევისა თუ სტუდენტი არის ადგილობრივი და ცხოვრობს ბლაგოევგრადში ოჯახთან ერთად. გარდა ამისა, ყველა სტუდენტმა უნდა გადაიხადოს სტუდენტური აქტივობების მოსაკრებელი, რათა დაფაროს კლუბების, სპეციალური ღონისძიებების, დასვენებისა და კლასგარეშე და სპორტული აქტივობების ხარჯები.

ნახევარ განაკვეთზე მყოფი სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადი განისაზღვრება კრედიტ-საათების რაოდენობით. მათ არა აქვთ უფლება მიიღონ სტუდენტური სესხები, სტიპენდიები და ჩაერთონ სტუდენტური დახმარების პროგრამაში. ხარისხის არამაძიებელი ნახევარ განაკვეთზე მყოფი სტუდენტები არ არიან უფლებამოსილნი მიიღონ რაიმე სახის ფინანასური დახმარება AUBG-გან.

სტუდენტები, რომლებიც ზაფხულის პერიოდში ჩართულნი არიან დამოუკიდებელ სწავლაში, გადიან საზაფხულო აკადემიურ სტაჟირებას, წერენ სადიპლომო ნაშრომს ან პროექტს,  იხდიან სტანდარტული კრედიტ-საათის საფასურის ნახევარს.

დამატებითი ხარჯები

სტუდენტურ სასადილოში კვების დაახლოებითი ხარჯი წელიწადში 1200 $ შეადგენს. სრულ განაკვეთზე მყოფ სტუდენტებს თავიანთ კვების გეგმის დეპოზიტზე ყოველ სემესტრში შეაქვთ 100$, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ABF სტუდენტური ცენტრის რესტორანსა და კამპუსის ტერიტორიაზე არსებულ სამ კაფეში. დამატებითი თანხების შეტანა შესაძლებელია კვების ბარათზე.

საჭირო სახელმძღვანელოების ხარჯი დაახლოებით 300$-ს შეადგენს.

სამედიცინო და ინტერნეტ სერვისების, ტექნოლოგიური ლაბორატორიების ან საკონსულტაციო მომსახურების გამოყენებისათვის დამატებითი გადასახადი არ არის.

საერთაშორისო სტუდენტებმა უნდა დაფარონ სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის (დაახლოებით 100$), სავიზო მოსაკრებლის (100 ევრო) და ბულგარეთის ID ბარათის (დაახლოებით 200 BGN ბულგარული ლევი / 105 ევრო) ხარჯები. სტუდენტებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ სახლიდან უნივერსიტეტში და უკან მგზავრობის ხარჯები.

სტუდენტური ანგარიშები 

თითოეული სტუდენტისათვის იხსნება ანგარიშები, რათა მათ შესძლონ თავიანთი გადასახადებისა და კრედიტების მართვა. სწავლის, საცხოვრებლის და სტუდენტური აქტივობების საფასური, ასევე კვების გეგმის დეპოზიტი ირიცხება სტუდენტის ანგარიშზე ყოველი სემესტრის დაწყებამდე. ეს ხარჯები სრულად უნდა იქნას გადახდილი  10 აგვისტომდე შემოდგომის სემესტრისთვის და 10 იანვრამდე გაზაფხულის სემესტრისთვის. სტუდენტები, რომლებიც ვერ შეძლებენ დროულად გადახდას დაგვიანებისთვის დაჯარიმდებიან 100$-ის ოდენობით და დაექვემდებარებიან კურსის რეგისტრაციის გაუქმებას.

მთელი სემესტრის განმავლობაში, სტუდენტებს შეუძლიათ AUBG-ის წიგნის მაღაზიასა და სასადილოში შესყიდვები განახორციელონ თავიანთი სტუდენტური ანგარიშებიდან. სტუდენტური დახმარების პროგრამის კრედიტები, სტიპენდიები და სხვა წყაროები ანგარიშზე ირიცხება სემესტრის განმავლობაში ან შემდეგი სემესტრის დასაწყისში. ყველა სტუდენტმა დაუფარავი ნაშთი (ბალანსი) უნდა გადაიხადოს ყოველი სემესტრის ბოლოს და მომდევნო სემესტრის წინასწარი რეგისტრაციის დაწყებამდე.

სტუდენტურ ანგარიშებზე წინასწარი გადახდა არ არის საჭირო, მაგრამ მათ ანგარიშები უნდა გაასწორონ მომდევნო სემესტრის ბოლო ვადამდე ან, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა სწავლის დაწყებამდე. სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ აკადემიური შვებულების აღება, შვებულების მოთხოვნამდე უნდა გადაიხადონ ნებისმიერი გადასახდელი თანხა/ბალანსი (მათ შორის დაგვიანებული შვებულების საფასური, ასეთის არსებობის შემთხვევაში). ვადაგადაცილებული ანგარიშების მქონე სტუდენტები ექვემდებარებიან კურსების რეგისტრაციის გაუქმებას წინასწარი შეტყობინების გარეშე.

სტიპენდიებისა და დახმარების პირობები

AUBG აკადემიური სტიპენდიებისა და AUBG ფინანსური დახმარების გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, რომ სტუდენტმა შეინარჩუნოს მინიმუმ 2.5 კუმულაციური საშუალო ნიშანი (CGPA)  4.0 სკალის მიხედვით. სრული სტიპენდიები შეიძლება მოითხოვდეს უფრო მაღალი CGPA- ს შენარჩუნებას. AUBG აკადემიური სტიპენდიები და AUBG ფინანსური დახმარება გაიცემა მაქსიმუმ რვა სემესტრის ვადით.

თითოეული ჯილდო მოითხოვს, რომ AUBG-ს  სტუდენტმა შეინარჩუნოს სრულ განაკვეთზე მყოფი სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა თუ ისინი სწავლების ბოლო სემესტრში იმყოფებიან და უნივერსიტეტის დამთავრებისთვის მხოლოდ ნახევარ განაკვეთიანი/არასრული გრაფიკი ესაჭიროებათ.

დონორების სტიპენდიების გაგრძელება დამოკიდებულია დონორის მიერ დადგენილ მოთხოვნების შესრულებაზე.

 

AUBG იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები ფინანსური დახმარების პოლიტიკის, სწავლისა და სხვა გადასახადების ვადებსა და პირობებში.

We are Social