Costs and Aid

მაღალი ხარისხის ამერიკული განათლება, რომელიც იძლევა
ორ - ამერიკულ და ევროპულ დიპლომს, კურსდამთავრებულების საერთაშორისო წარმატება და შესანიშნავი შესაძლებლობები საკუთარი განათლების დასაფინანსებლად - ეს არის ნაწილი იმ სარგებლისა, რომელიც AUBG სთავაზობს სწორედ თქვენნაირ სტუდენტებს რეგიონსა და მის გარეთ.

AUBG არის უნიკალური უნივერსიტეტი, სადაც ნიჭიერი სტუდენტები მთელი მსოფლიოდან ერთიანდებიან რათა მიიღონ მსოფლიო კლასის ამერიკული განათლება. იმ სტუდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც სწავლობენ მსგავს 4 წლიან უნივერსიტეტში აშშ-ში, თქვენ იხდით მხოლოდ ამერიკული განათლების ღირებულების მცირე ნაწილის. AUBG სთავაზობს საუკეთესო სტუდენტებს საჭიროებაზე და აკადემიურ მოსწრებაზე დამყარებულ გრანტებს, ფინანსური დახმარებას, სამუშაოს კამპუსზე, მთავრობისგან გარანტირებულ სესხებს და საზაფხულო პროგრამას „იმუშავე და იმოგზაურე“. ამ შესაძლებლობების მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ დაიფინანსონ თავიანთი განათლება. სტუდენტთა 74% იღებს რაიმე ფორმის ფინანსურ დახმარებას.

AUBG-ის კურსდამთავრებულების 99.8% დასაქმებულია, რაც თავის მხრივ არის მაღალი ხარისხის განათლების კომპენსაცია. კურსდამთავრებულთა დაახლოებით 20%-ის წლიური შემოსავალი არის 100,000 აშშ დოლარი. 1995-2005 წლების კურსდამთავრებულთა 20%-ზე მეტი ამჟამად დასაქმებულია შეერთებულ შტატებში და მათი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 250,000 აშშ დოლარია. ამას გარდა,  AUBG-ის კურსდამთავრებულები არიან  ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტები. ბულგარეთის განათლების სამინისტროს რეიტინგის მიხედვით ისინი იღებენ ყველაზე მაღალ შემოსავალს თავიანთ სფეროში.

სწავლის გადასახადი და მოსაკრებელი

2019-20 სასწავლი წლისთვის AUBG-ში სწავლის გადასახადი
არის შემდეგი (დაფინანსებებისა და ფინანსური დახმარების გარეშე):


სწავლის გადასახადი წელიწადში* $ 12,300

საცხოვრებელი წელიწადში

   საერთო საცხოვრებელი - სკაპტოპარა I და II $ 1,440
  სკაპტოპარა II  $ 1,520
   საერთო საცხოვრებელი - სკაპტოპარა III

$ 1,780

სტუდენტური აქტოვობების მოსაკრებელი

$ 610

AUBG სთავაზობს სხვადასხვა დაფინანსებას, ფინანსურ
დახმარებასა და სტუდენტურ სესხს. სწავლის გადასახადზე მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენს გუნდს   admissions@aubg.edu  ან ეწვიეთ  Contact Us page. მიიღეთ თქვენი პერსონალური რჩევა დღესვე!

ყველა სრულგანაკვეთიანი სტუდენტი ვალდებულია იცხოვროს კამპუსში, გარდა იმ შემთხვევისა თუ სტუდენტი არის ადგილობრივი და ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ამას გარდა, ყველა სტუდენტმა უნდა გადაიხადოს სტუდენტური აქტივობების გადასახადი, რათა დაფაროს კლუბების, სპეციალური ღონისძიებების, რეკრეაციისა და სპორტული აქტივობების ხარჯები.

სწავლის გადასახადი ნახევარგანაკვეთიანი სტუდენტისთვის განისაზღვრება კრედიტების რაოდენობით. მათ ასევე არ ააქვთ უფლება მიიღონ სტუდენტური სესხი, დაფინანსება და ჩაერთონ სტუდენტური დახმარბის პროგრამაში. ხარისხზე არაკონცენტრირებული ნახევარგანაკვეთიანი სტუდენტები არ არიან უფლეგამოსილნი მიიღონ ფინანასური დახმარება AUBG-დან.

სტუდენტები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დამოუკიდებელ სწავლებაში ან საზაფხულო აკადემიურ სტაჟირებაზე, წერენ სადიპლომო ნაშრომს ან პროექტს იხდიან კრედიტის სტანდარტული ფასის ნახევარს.

*სწავლის გადასახადი გადახდილი უნდა იქნას ყოველწლიურად და ის შეიძლება გაიზარდოს 4 წლისგანმავლობაში. იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იღებენ ფინანსურ დახმარებას, AUBG ცდილობს გაზარდოს ფინანსური დახმარება სწავლის საფასურის გაზრდის პროპორციულად.

დამატებითი დანახარჯები

სტუდენტურ სასადილოში კვების დაახლოებითი ხარჯი წელიწადში შეადგენს 1200 $, ხოლო საჭირო წიგნების ხარჯი 300$-ია. სრულგანაკვეთიანი სტუდენტი თავის ანგარიშზე კვებისთვის  სემესტრულად რიცხავს 150$, რომელსაც ის გამოიყენებს სტუდენტურ სასადილოში ან კამპუსის კაფეში. ამას გარდა კამპუსში მცხოვრებ სტუდენტებს (ვინც იხდის საცხოვრებლის გადასახადს) კიდევ 150$ ჩაერიცხებათ ანგარიშზე კვებისთვის. შესაძლებელია საკვების ანგარიშზე სტუდენტმა თავისი ინიციატივითაც ჩარიცხოს დამატებითი თანხა.

ჯანმრთელობის დაცვის, ინტერნეტის სერვისის, ტექნო-ლაბისა და სხვა მომსახურებისთვის დამატებითი გადასახადი არ არის.

საერთაშორისო სტუდენტებმა უნდა დაფარონ სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის (დაახლოებით 100$), ვიზის მოსაკრებლის (100 ევრო) და ბულგარეთის ID ბარათის (დაახლოებით 200 ბულგარული ლევი/ 105 ევრო) ხარჯები. სტუდენტებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ მგზავრობის ხარჯები.

სტუდენტური ანგარიში

სტუდენტებს აქვთ საკუთარი ანგარიში რათა გააკონტროლონ მათი ხარჯები და დარჩენილი თანხა. სწავლის, საცხოვრებლის, სტუდენტური აქტივობებისა და კვების თანხა ირიცხება სტუდენტის ანგარიშზე თითოეული სემესტრის დაწყების წინ. ეს ხარჯები უნდა დაიფაროს მთლიანად 10 აგვისტომდე შემოდგომის სემესტრისთვის და 10 იანვრამდე გაზაფხულის სემესტრისთვის. სტუდენტები, რომლებიც ვერ შეძლებენ დროულად სწავლის საფასურის გადახდას დაგვიანებისათვის დაჯარიმდებიან 100$-ის ოდენობით და უუქმდებათ სემესტრისათვის არჩეული და უკვე დარეგისტრირებული საგნები.

სემესტრის განმავლობაში, სტუდენტებს ჩამოაკლდებათ თანხა თავიანთი ანგარიშიდან AUBG-ის წიგნების მაღაზიასა და სასადილოში.

სტუდენტების დახმარების პროგრამიდან დაგროვებული თანხა და დაფინანსება ჩაირიცხება სტუდენტის ანგარიშზე სემესტრის განმავლობაში ან სემესტრის ბოლოს. სტუდენტებმა თანხა უნდა გადაიხადონ სემესტრის ბოლოს ან შემდეგი სემესტრის პრერეგისტრაციამდე.

სწავლის წლიური ანგარიში შეიძლება არის იყოს ერთჯერადად სრულად დაფარული, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა იყოს შემოტანილი მოცემულ ვადამდე. სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ აკადემიური შვებულების აღება უნდა იქონიონ თანხა ანგარიშზე ან გამგზავრებამდე გადაიხანონ საფასური (მათ შორის აკადემიურის აღების მოთხოვნის დაწერის დაგვიანებისთვის). ვადაგადაცილებულ გადაუხდელ სტუდენტებს შესაძლოა გაუუქმდეთ პრერეგისტრირებული კურსები ყოველგვარი შეტყობინების გარეშე.

× 

AUBG იტოვებს უფლებას, რომ ცვლილებები შეიტანოს
ფინანსური დახმარების წესებსა და პირობებში, სწავლისა და სხვა გადასახადებში.

We are Social